ქაბულის ცენტრი საპროტესტო აქციის გამო დაბლოკილია
ავღანეთის დედაქალაქი ქაბული საპროტესტო აქციის გამო დაბლოკილია, მიზეზი ის საპროტესტო აქციაა, რომელიც რამდენიმე დღეა ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს. თუმცა დღეს, აქციამ განსაკუთრებით მასშტაბული სახე მიიღო, რის გამოც, ცენტრი პრაქტიკულად პარალიზებულია.
აქციის მონაწილენი ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რომელიც თურქმენეთიდან ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას ითვალისწინებს, ავღანეთის პროვინცია ბამიანიც ჩართოს, სადაც მეტწილად, ხაზარები ცხოვრობენ.
დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მათ დისკრიმინაციას ახდენს, რაც შეეხება ხელისუფლებას, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარშრუტი ეკონომიკურად გაცილებით უფრო მომგებიანია, ავღანეთის მთავრობა კი საპასუხოდ აცხადებს, რომ პროექტის ახალი მარშრუტი გაცილებით უფრო მომგებიანია.