თურქმა სამხედროებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 30-მდე მებრძოლი მოკლეს

თურქმა სამხედროებმა საჰაერო იერიშის შედეგად „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 30-მდე მებრძოლის განადგურება შეძლეს. საჰაერო იერიში იუკსეკოვის პროვინციის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გუშინ, სირია -ერაყის საზღვართან, საჰაერო იერიშის შედეგად კიდევ 6 ქურთი მოქალაქე დაიღუპა. ყველა მათგანი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები