სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს დღეს ვენაში შეხვდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრას მინსკის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელებიც დაესწრებიან. კერძოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ბოლოს გასული წლის 19 დეკემბერს შეხვდნენ. შედგება თუ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის კონსენსუსი და მოხდება თუ არა პრობლემის მოგვარების გზების პოვნა, ჯერჯერობით უცნობია.