ტრამპი – ეჭვი მეპარება, კემერონთან კარგი ურთიერთობა დავამყარო

ეჭვი მეპარება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, დეივიდ კემერონთან კარგი ურთიერთობა დავამყარო, – აღნიშნული განცხადება ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საურისას დღეს გააკეთა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ის ბრიტანეთის პრემიერის შეფასებამ გაანაწყენა, როდესაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ტრამპის ინიციატივა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსულმანების შემოსვლის დაბლოკვას ეხებოდა, სულელური და არასწორი იყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ კემერონთან კარგი ურთიერთობის დამყარება არ იქნებოდა ურიგო, თუმცა თუ კემერონი ამის წინააღმდეგი იქნება, მას ეს დიდად არ ადარდებდა. უფრო მეტიც, მას არც კემერონის მიერ მისი მისამართით გაკეთებული შეფასებები ადარდებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები