თურქმა დეპუტატმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების სურვილი გამოთქვა

თურქმა დეპუტატმა შამილ ტაირმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების სურვილი გამოთქვა.
“რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დეპუტატმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვისა და ოფიციალური სტამბოლის ურთიერთობა 24 ნოემბერს თურქეთის მიერ რუსული „სუ 24“-ის ჩამოგდების გამო დაიძაბა. რუსეთის პრეზიდენტმა ეს შემთხვევა მაშინ ზურგში დანის ჩარტყმად შეაფასა და თურქეთთან მიმართებაში რიგი სანქციები დააწესა, რომლებიც ამ დრომდე ძალაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები