მომღერალი სოფია როტარუ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

  ცნობილი მომღერალი სოფია როტარუ იალტაში სახლის გაყიდვას არ აპირებს. ის არც უკრაინის მოქალაქეობას რუსეთის მოქალაქეობაზე გაცვლის, – ამის შესახებ მომღერლის შვილმა რუსლანმა განაცხადა.
“მე და ჩემი მეუღლე შვილთან ერთად უკვე დიდი ხანია კიევში ვცხოვრობთ, ხოლო დედაჩემი სოფია მუდმივად მგზავრობს, თუმცა მას ყველაზე ძალიან იალტაში, საკუთარ სახლში უყვარს ყოფნა. მე უკრაინელი ვარ და მოქალაქეობის შეცვლას არ ვაპირებ. ჩემი თავი რუსად არ მიმაჩნია”, – განაცხადა რუსლანმა. მან აგრეთვე, დასძინა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი დაწყებულია, რუსულ პასპორტზე უარის თქმა კი დოკუმენტურად რთული პროცედურა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები