სოსო ჯაჭვლიანი: დედა მოვტ…ან ამათი, სუყველასი

ბერძენიშვილებს და მათ მსგავსებს ჩვენს თავმოყვარეობას ნუ გაასრესინებთ, – ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ “ალიაში“ აკეთებს.
ჯაჭვლიანი მიიჩნევს,რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა გაგრძელდეს.
“ჩვენ, ყველა, ბრძოლას გავაგრძელებთ, როცა ბატონი ბიძინა გამოჩნდა და თავი გადავდეთ, მაშინ არავინ ჩანდა, უკუნეთი იყო. ვიბრძოდით და მაგრად გვეკიდა ერთ ადგილას სააკაშვილის რეჟიმი და შენ ძალიან კარგად იცი, როგორ მეკიდა…და ზოგიერთებს, იცით, ახლა რა მიაჩნიათ სასაცილოდ? მერაბ შათირიშვილი, ლუკა კურტანიძე და მე რომ წამოვედით ჯაჭვებით დასავლეთიდან სამებამდე ფეხით ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, 260კმ-ში ოთხი კაცი ვერ შევკრიბეთ, დედა მოვტ…ან ამათი, სუყველასი… ახლა ქირქილებენ ამ ამბავზე და მაშინ ჩაჯმულები იყვნენ. მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, მივმართავ ბატონ ივანიშვილს, რომ ამ ადამიანებს ანგარიში გაუწიოს, ბერძენიშვილებს და მათ მსგავსებს ჩვენს თავმოყვარეობას ნუ გაასრესინებთ. მართალია, ვერავინ ვერავის გასრესს, მაგრამ სიმართლე არის ერთი, როცა შენ შედიხარ ბრძოლაში და შემდეგ, სურთ თავლაფდასხმული გაგტყორცნონ, ეგ ამბავი არ გამოვა. ჩვენ ვართ “ქართული ოცნების” წევრები და წევრებად ვრჩებით მანამდე, სანამ ამ ბრძოლას არ დავამთავრებთ. სამართლიანობაა აღსადგენი, ეს ნარჩენებია გასატანი და პროცესები, რაზეც პრეტენზია აქვს ამომრჩეველს, ბოლომდეა მისაყვანი“, – აცხადებს ჯაჭვლიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები