ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ბევრი ამერიკელი კანადაში გადასახლებას გეგმავს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მილიარდერ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, შეერთებული შტატების ბევრი მოქალაქე კანადაში ემიგრირებას გეგმავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, ადრე სიტყვები: „მორჩა, კანადაში წავედი“, – უფრო ხუმრობად აღიქმებოდა, ვინაიდან ტრამპი ოფიციალურად არასოდეს გამხდარა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი. მაგრამ წელს ამერიკელი მილიარდერი ყველაზე ახლოს არის პრეზიდენტობასთან, ამიტომ კანადაში გადასახლება ბევრი ამერიკელისთვის კვლავ აქტუალური გახდა.
2016 წლის საპრეზიდენტო კამპანია მოულოდნელობებით იყო აღსავსე. მთავარი მოულოდნელობა კი დონალდ ტრამპი იყო. საარჩევნო კამპანიის დროს ის არაერთი რადიკალური მოწოდებით გამოსულა – ხან ქვეყანაში მუსულმანებისთვის ჩასვლის აკრძალვას ითხოვდა, ხან მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას მოითხოვდა, ხან ყველა მექსიკელს მოძალადეს უწოდებდა.
როგორც ცნობილია, ტრამპმა 11-დან 7 პირველად არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შემდეგ ძალზე პოპულარული გახდა საიტი: MapleMatch.com, რომლის დახმარებით კანადაში სასიძოს ან საპატარძლოს მოძებნაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები