ხორცპროდუქტები მსხვილი ნაწლავის კიბოს იწვევს

ხორცპროდუქტები მსხვილი ნაწლავის კიბოს იწვევს. როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, ხორცისა და ხორცპროდუქტების გავლენა კიბოს გამოწვევაზე სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა შეისწავლა.
კვლევის თანახმად, წითელი ხორცის მოხმარება შესაძლოა, გახდეს სიმსივნის გამომწვევი ადამიანებში. მკვლევარები აცხადებენ, რომ ამ დასკვნას საფუძვლად დაედო შეზღუდული მტკიცებულებები იმისა, რომ წითელი ხორცის გამოყენება სიმსივნეს იწვევს.
„ინდივიდისთვის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის გაჩენის შესაძლებლობა ხორცპროდუქტების მიღების გამო მცირეა, მაგრამ ეს რისკი იზრდება ხორცის რაოდენობის ზრდის შემთხვევაში“,- აცხადებს სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ცენტრის კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი კურტ სტრაიფი.
ცენტრის მკვლევართა ჯგუფმა 800 გამოკვლევა შეისწავლა, რომლებმაც დაადგინეს, კავშირი წითელი ხორცისა და ხორცპროდუქტების მიღებასა და სიმსივნის წარმოშობას შორის სხვავადასხვა ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები