ფილიპინების ახალი პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის დაბრუნების პირობას დებს

ფილიპინების ახლად არჩეული პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე აცხადებს, რომ დანაშაულის და ნარკომანიის წინააღმდეგ ის სასტიკ ბრძოლას დაიწყებს. მისი თქმით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სამართალდამცველები დამნაშავეებს ადგილზე გაანადგურებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მან ასევე განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის მოხსნას შეეცდება. ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. დუტერტე ასევე ყველა ჩინოვნიკს ეკონომკლასით ფრენას უბრძანებს და შენობის შიგნით სიგარეტის მოწევის აკრძალვას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები