სტამბოლში აფეთქება მოხდა

სტამბოლში, საავტომობილო ესტაკადასთან აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ბომბი მალტეპეს რაიონში, საავტომობილო ესტაკადის ქვეშ აფეთქდა. თურქული მედიის ცნობით, დაიჭრა ოთხი ადამიანი. შემთხვევის შემდეგ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია დახურა. ამ დროისთვის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები