კოლუმბიის პოლიციამ 8 ტონა კოკაინი ამოიღო

კოლუმბიის პოლიციამ ქალაქ ტურბოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 8 ტონა კოკაინი ამოღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ნარკოტიკების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა ბოლო ათი წლის განმავლობაში.
რამდენიმე დღის წინ კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა ლუის კარლოს ვეგასმა განაცხადა, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებები, მათ შორის ჯარი მონაწილეობას მიიღებენ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან ბრძოლაში, ასევე მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების – „ფარკის“ წინააღმდეგ მოქმედებაში. „ფარკსა“ და ქვეყნის ხელისუფლებას შორის 50 წელზე მეტია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ამჟამად ამ დაჯგუფებასა და კოლუმბიის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები