დაღესტანში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

დაღესტნის ქალაქ დერბენტში სამართალდამცველებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, რა დროსაც ბინიდან სამართალდამცველებს ყუმბარა ესროლეს და ცეცხლი გაუხსნეს.
ბოროტმოქმედებმა მძევლად პოლიციის უფროსი აიყვანეს, თუმცა ის მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მოგვიანებით, სამართალდამცველები საცხოვრებელ ბინაში შტურმით შეიჭრნენ, შედეგად, დაიღუპა კიდევ ერთი სამართალდამცველი, 14-მა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
ლიკვიდირებულია ორი ისლამისტი მებრძოლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები