სირიაში საბრძოლო მოქმედებებს სამთავრობო არმიის 35 და ისლამისტების 20 მებრძოლი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ დეირ ალ-ზურში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ-ერთ საავადმყოფოზე კონტროლის მოპოვება შეძლეს და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანეს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა სამთავრობო არმიის 35 და ისლამისტების 20 მებრძოლი.
ასადის ძალებმა საავადმყოფოს გათავისუფლება რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. თუმცა, ამ დროისთვის მძევლად აყვანილი პირების ბედი უცნობია.
პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ე.წ. დედაქალაქ რაყაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენელი ავრცელებს. პოლკოვნიკ სტივ ვორენის თქმით, ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები ინტენსიური ავიაიერიშების გამო შეშინებულნი არიან და მიმალვას ცდილობენ.
პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ისლამისტების ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ამ დრომდე რაყაში იმყოფება.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე გასული 24 საათის განმავლობაში 22 ავიაიერიში განახორციელა. აქედან 17 დარტყმა ერაყში, 5 კი სირიაში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები