ავარია ტეხასში – 8 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული

აშშ-ში, მექსიკის დედაქალაქთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი ტრავმის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე. ავტობუსის მძღოლი გადარჩა.
სამართალდამცველები ავარიის მიზეზს ადგენენ, მიმდინარეობს გამოძიება. ავტობუსი კომპანია „OGA charters”-ს ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები