მადრიდში ხანძრის გამო 9 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა (ვიდეო)

მადრიდში, ძველი საბურავების „სასაფლაოზე“, ხანძარი გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის კერა ესპანეთის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, მადრიდის გარეუბნებიდან 9 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
საბურავების წვის დროს ტოქსიკური ნივთიერებები – აზოტის დიოქსიდი და ნახშირბადის ოქსიდი გამოიყოფა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ნაგავსაყრელის მეპატრონეები ადრე უკვე დააჯარიმეს 600 მილიონი ევროთი ეკოლოგიის ნორმების დარღვევისთვის. მეხანძრეების აზრით, საბურავებს ცეცხლი განზრახ გაუჩინეს. სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ხანძრის ჩაქრობას ერთი კვირა დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები