რუსული მედია – რამზან კადიროვმა 2015 წლის მანძილზე 5 მილიონზე მეტი რუბლი გამოიმუშავა

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა 2015 წლის მანძილზე 5 მილიონზე მეტი რუბლი გამოიმუშავა, რაც მის მიერ წინა წლებში გამომუშავებულ თანხაზე 20 პროცენტით მეტია, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩეჩნეთის დედაქალაქში კადიროვი რამდენიმე კერძო საკუთრებას ფლობს, მათ შორის ერთ-ერთი 3 ათას კვადრატული მეტრის ფართობის კერძო სახლია, რომელიც 4 ათასამდე კვადრატული მეტრის ფართობით არის გარშემორტყმული.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, კადიროვის მეუღლის ფინანსური ხარჯები 2016 წელს შემცირდა და, 3.3 მილიონი რუბლის ნაცვლად, ამჯერად 2.8 მილიონი რუბლი შეადგინა. კადიროვის მეუღლის საკუთრებაშია მოსკოვში, წითელ მოედანზე, 210 კვადრატული მეტრის ფართობის პენტჰაუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები