მოსკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე მასობრივი ჩხუბის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

 

მოსკოვში, ხოვანკის სასაფლაოს ტერიტორიაზე, მასობრივი ჩხუბი მოხდა. მასში 400-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პოლიციის ცნობით, ჩხუბი ორი ეთნიკური დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის მოხდა, თუმცა რა ეროვნებაზეა საუბარი, პოლიცია არ აკონკრეტებს. სამართალდამცველებმა 100-მდე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის პოლიციის ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეებმა არმატურები, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტების გამო მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები