დავით ოქიტაშვილი: ,,ქართულმა ოცნებამ’’ ქვეყანა იხსნა პოლიციური რეჟიმისაგან და მედია ხელისუფლების წნეხისგან

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ის ,,ქართული ოცნების“ ყრილობას აუცილებლად დაესწრება და მეტიც, კულტურის პალატის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული ყრილობის საორგანიზაციო საკითხებში.
დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ხშირად ისმება კითხვა, რა იყო წინსვლა მოქმედი ხელისუფლების პირობებში. მისი თქმით, ერთ-ერთი, რაც ამ 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა, ეს არის ზეწოლა ჟურნალისტებზე და ძალადობა ადამიანებზე.
,,ამ გუნდმა ქვეყანა იხსნა პოლიციური რეჟიმისგან და მედია ხელისუფლების წნეხისგან. ეს არც ისეთი ცოტაა 3 წლისთვის, ველი კიდევ უფრო მეტ რეფორმას და, ვფიქრობ, ეს იქნება ძალა, რომელიც ქვეყანას გაწონასწორებული ნაბიჯებით გაიყვანს სამშვიდობოზე. სწორედ ამიტომ, ვესწრები ყრილობას და მაინტერესებს, რა ხედვა აქვთ გუნდის ახალ ლიდერებს, რა პრიორიტეტები ექნება ჩვენს ქვეყნას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში’’,-აცხადებს ოქიტაშვილი.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება’’ 4 წლის წინ სულ სხვა გამოწვევების წინაშე იდგა, დღეს კი სხვა რეალობა გვაქვს.
,,მართალია, არის პრობლემები დღესაც, მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წელს ეს გუნდი რადიკალურად განსხვავებული გამოცდის წინაშე იდგა, რომელთაც უმძიმესი მემკვიდრეობა ერგოთ წინა ხელისუფლებისგან. მთავარი ამოცანა იყო ,,ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაემარცხებინა ძალადობრივი რეჟიმი და ამ მიზნის მისაღწევად მაშინ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა. დღეს უკვე „ქართულ ოცნებას“ ეძლევა შესაძლებლობა, მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განათლებას, კულტურას და ა.შ. ამ ამოცანების შესასრულებლად, ცხადია, პოლიტიკურ გუნდს განახლება, ახალი სახეები და ხედვა სჭირდება. იმედი მაქვს, მათ რიგებში მრავალ ახალგაზრდა პროფესიონალ სახეს ვიხილავ’’,-აცხადებს ოქიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები