ირაკლი კობახიძე: პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს მიჰყვება

“ნაციონალური მოძრაობა” და პაატა ბურჭულაძის პარტია საარჩევნო კამპანიას ერთობლივად აწარმოებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „2030“-ში საუბრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ განმარტა, ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, “ქართული ოცნების” კანდიდატის წინააღმდეგ დეპუტატობის კანდიდატები მათ ერთობლივად შეარჩიეს.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს მიჰყვება.
“პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს მიჰყვება. ამავე დროს, მას ამ ყველაფრის შენიღბვა სჭირდება და მისი განცხადების წინააღმდეგობრიობა სწორედ ამ ორმაგმა ამოცანამ განაპირობა. საინტერესოა, რას გულისხმობს მტრების დასჯაში პაატა ბურჭულაძე?! გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, როგორც მტრები, პოლიტიკური ნიშნით არიან დასჯილნი თუ მიაჩნია, რომ ეს ადამიანები სასჯელს სამართლიანად იხდიან?!“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები