ირაკლი კობახიძე: ახალ სახეებს ეტაპობრივად წარვადგენთ და საბოლოო სახით, სია არჩევნების წინ ჩამოყალიბდება

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირკაშვილს ავირჩევთ, რომლის ლიდერობით ჩვენი პარტია კიდევ უფრო დიდ შედეგებს და პროგრესს მიაღწევს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „2030“ -ში სტუმრობისას განაცხადა.
რაც შეეხება ახალ სახეებს, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მათ ეტაპობრივად წარადგენ.
“პოლიტსაბჭო განახლებული შემადგენლობით აირჩევა; იქნებიან როგორც ძველი წევრები, ასევე ახალი სახეები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში აქამდე აქტიურად ჩართული არ იყვნენ. ახალ სახეებს ეტაპობრივად წარვადგენთ და საბოლოო სახით, სია არჩევნების წინ ჩამოყალიბდება. ახალი სახეების წარდგენა ყრილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ყრილობას სპორტის სასახლეში 9 ათასი ადამიანი დაესწრება.
რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს,როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის თანამდებობა ზეპარტიულია და პარტიულ ღონისძიებაზე პრეზიდენტის მოწვევა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები