ხვალ პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების მესამე – საბოლოო მოსმენით მიღების მიზნით ხვალ პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
ხვალისთვის სესიის დანიშვნის საკითხზე 21:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდა, რომელიც ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიციამ – ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მოითხოვეს, არ მიეღოთ საბოლოო მოსმენით კანონპროექტი, რომლის საბოლოო ვარიანტს, მათივე თქმით, არავინ იცნობს.
ამ დროისთვის პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით იხილავენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები – 83 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. ასევე მიღებულია ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.
კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები