თურქეთში აფეთქების შედეგად ოთხი ქურთი „ბოევიკი“ დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიარბაკირის პროვინციაში აფეთქებას ოთხი ქურთი „ბოევიკი“ ემსხვერპლა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც „ბოევიკები“ ავტომანქანაში ბომბებს აწყობდნენ.
17 ადამიანი დაიჭრა. თურქული მედია იუწყება, რომ „ბოევიკები“ ტერაქტს ამზადებდნენ, მაგრამ გაუფრთხილებლობის გამო ერთ-ერთი ბომბი ტრანსპორტირების დროს აუფეთქდათ. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლში, სამხედროების ყაზარმასთან ტერაქტი მოხდა. აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები