„ქართული ოცნების“ ყრილობაზე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული არ არის

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირალი კობახიძე ეთანხმება პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ ვინც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ ხაზს არ იზიარებს, საარჩევნო სიაში არ იქნება.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს, თვისობრივად განახლებული და გაძლიერებული გუნდი წარუდგინოს საზოგადოებას. მანვე აღნიშნა, რომ ხვალ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართება და რამდენიმე ახალ სახეს საზოგადოება ყრილობაზე იხილავს.
ჟურნალისტების კითხვაზე, გაეგზავნა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს მოსაწვევი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ზეპარტიულია და ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად აკეთებს განცხადებას თავად გიორგი მარგველაშვილიც. „შესაბამისად, პარტიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი არ დასწრებოდა ამ ყრილობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყრილობაზე მიწვეულნი არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები