„ქართული ოცნების“ ყრილობას დავით უსუფაშვილი, ზურაბ ტყემალაძე და ზვიად ძიძიგური დაესწრებიან

პარტია ”ქართული ოცნების” ხვალინდელ ყრილობაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ”მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური არიან მიწვეულნი. ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
”მათთან გვქონდა კონსულტაციები. შესაბამისად, სამი პარტიის სამი ლიდერი დაესწრება ხვალინდელ ყრილობას. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, დავით უსუფაშვილი წარმოადგენს ”რესპუბლიკურ პარტიას”, ზურაბ ტყემალაძე-”მრეწველებს”, ხოლო ზვიად ძიძიგური – ”კონსერვატორებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”, ისინი ”ქართული ოცნების” ყრილობაზე არ მიუწვევიათ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მათთან ”ქართულ ოცნებას” აკავშირებს ოთხწლიანი პროდუქტიული თანამშრომლობა, თუმცა ყრილობაზე მიწვეულნი არიან იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს არიან გაერთიანებული უმრავლესობაში.
„ქართული ოცნების“ ყრილობა 14 მაისს, 16 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები