გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ველით საბოლოო გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში, ანალიტიკოსებთან შეხვედრისას გააკეთა.
„შვიდწლიანი ეროვნული გეგმა, რომელიც ევროსაბჭოსთან შეთანხმდა, მიზნად ისახავს იმ დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, რომელთაც ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს, როგორც ჩვენი საზოგადოების ქვაკუხედს. ჩვენ კანოგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, ეთნიკური კუთვნილების, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და მრწამსის საფუძველზე. ჩვენი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გულისხმობდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას, რომლის ნაწილი ეხებოდა ანტი-დისკრიმინაციული კანონის შექმნას. ჩვენ ველით საბოლოო გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მგზავრობა. გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ევროპის კომისიის ანგარიში, რომელიც საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებდა“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები