ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევებით იკვეთება, რამდენად მჭიდროა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პაატა ბურჭულაძეს შორის

სოციოლოგიური კვლევები ერთ-ერთი დამატებითი ნიშანია იმისა, რამდენად მჭიდროა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პაატა ბურჭულაძეს შორის,- ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ყურადღებას იმ ქართულ კომპანიებზე ამახვილებს, რომლებიც კვლევებს NDI-ისა და IRI-ის დაკვეთით ახორციელებენ. საუბარია, CRRC–სა და IPM-ზე.
„აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება სოციოლოგიურ კვლევებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პაატა ბურჭულაძეს შორის არსებულ კავშირებზე. ერთი მხრივ, დაიდო NDI-ის დაკვეთით CRRC-ის კვლევა, რომლის თანახმადაც, ყველაზე პოპულარული ადამიანი საქართველოში არის, თურმე ბატონი დავით ბაქრაძე, ხოლო ამის შემდეგ კვლევას დებს უკვე IPM-ი და აცხადებს, რომ ყველაზე პოპულარული ადამიანი არის პაატა ბურჭულაძე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, აქ კიდევ ერთხელ იკვეთება ის დღის წესრიგი, რომლითაც შემოდის „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები