სავალუტო ფონდი – ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი მძიმე შედეგებს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ თუ ბრიტანეთის მოსახლეობა ევროკავშირიდან გამოსვლას მხარს დაუჭერს, ამას ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე შედეგები ექნება. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ლაგარდის თქმით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის შესწავლის პროცესში სავალუტო ფონდის ექსპერტებმა ვერცერთი დადებითი მხარე ვერ აღმოაჩინეს, რაც ევროკავშრიდან ბრიტანეთის გასვლას შეიძლება მოჰყვეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნის მიხედვით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად აისახება და მისი მომავალი საკმაოდ ბუნდოვანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები