ბრიტანეთში მოითხოვენ კანონის მიღებას, რომლითაც ქალებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას ვეღარ აიძულებენ

ბრიტანელმა ნიკოლა ტორპმა, რომელიც სამსახურიდან მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს, პეტიცია მოამზადა. ინტერნეტში პეტიციას ორი დღე-ღამის განმავლობაში 100 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს.
27 წლის ტორპი, რომელიც აუდიტორული კომპანია Pricewaterhouse Coopers-ის ოფისში მუშაობდა, სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან 15 -სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებაზე უარი განაცხადა.
როგორც ნიკოლა ტორპი სოციალურ ქსელში წერს, სამსახურის დროს მას უფროსმა 15-სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა მოსთხოვა. როდესაც ახალგაზრდა ქალმა უკმაყოფილებით განაცხადა, რომ ეს მისი დისკრიმინაციაა, უფროსობამ მაღაზიაში წასვლა და ქუსლიანი ფეხსაცმლის ყიდვა მოსთხოვა, ხოლო ამაზეც უარი რომ განაცხადა, ის სამსახურიდან გაუშვეს. ამასთანავე, ტორპმა ხელფასი არ მიიღო. იმის გამო, რომ ტორპის პეტიციას 100 ათასი ხელმოწერა აქვს, ამ საკითხს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი განიხილავს. ნიკოლა ტორპი და მისი მომხრეები მოითხოვენ, რომ კანონმა დამსაქმებლებს თანამშრომლებისგან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების მოთხოვნა აუკრძალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები