ინგლისსა და უელსში „გეი ქორწინება“ ლეგალური გახდა (ვიდეო)
ინგლისსა და უელსში „გეი ქორწინება “ლეგალური გახდა. პირველი საქორწილო ცერემონიალი ორივე ქვეყანაში შუაღამისას გაიმართა. პიტერ მაგრაითი, დევიდ ქაბრეზა, ჯონ კოფი, ბერნარდო მარტი, ენდრიუ ვეილი და ნილ ალარდი პირველი წყვილები არიან, რომლებმაც ბრიტანეთში იქორწინეს. პიტერ მაქგრეითი და დევიდ კაბრეზა პარტნიორები 17 წლის განმავლობაში იყვნენ. მათი თქმით, ისინი ძალიან ბედნიერები არიან. მათ გარდა კიდევ ორი გეი წყვილის – ჯონ კოფფეის და ბერნარდო მარტის, ანდრიუ ვალეს და ნეილ ალლარდის საქორწინო ცერემონიალიც გაიმართა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ტვიტერის გვერდზე გეი წყვილებს დაქორწინება მიულოცა და მათ ყველაფერი საუკეთესო უსურვა. მან ამ დღეს ისტორიული უწოდა.