ომარ ნიშნიანიძეს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძეს ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია.
როგორც ომარ ნიშნიანიძემ ჟურნალსტებს განუცხადა, იგი უკმაყოფილოა და უკვირს, რატომ დააგვიანეს მოსაწვევის გაგზავნა. პარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ ყრილობა ხვალ საერთოდ არ გაიმართოს, რის მიზეზადაც პარლამენტში ”ბევრ საქმეს” ასახელებს.
”მეც მიკვირს, რატომ დააგვიანეს მოსაწვევის მოცემა. ალბათ, არის სადღაც და მომცემენ, თუ საერთოდ უნდათ ჩემი მისვლა ყრილობაზე. ხვალ უკვე ყრილობაა, თუმცა არ არის გამორიცხული, ხვალ არც გაიმართოს და გადაიდოს, რადგან პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი. შეიძლება ერთი დღით გადავიტანოთ ეს ყრილობა“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.
პარლამენტარი ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის საკითხსაც გამოეხმაურა.

„თუ პარტიულ სიაზეა საუბარი, დიდი იმედი არ მაქვს, რომ მასში ვიყო. არც მინდა, რომ ვიყო. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ვაპირებ მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფნას, თუმცა არ მაქვს შეთანხმებული. განაცხადი გავაკეთე და იმედია, მისულია პირველ პირებამდე“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
”ქართული ოცნების” ყრილობის ჩატარება 14 მაისს, 16:00 სააათზეა დაგეგმილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, ყრილობის გადადების საკითხი არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები