ლევან ბერძენიშვილი: თამაზ მეჭიაურისა და „ქართული ოცნების“ გზები გაიყარა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თამაზ მეჭიაურისა და „ქართული ოცნების“ გზები გაიყარა.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა.
„მიუხედავად მცდელობისა, გადაგვეტანა ეს „რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირებაში, მაინც აღმოჩნდა დაპირისპირება საკუთარ პარტიასთან. ბატონი თამაზის და „ქართული ოცნების“ გზები გაიყარა. ეს ჩვენი პრობლემა არ არის, არც არასოდეს იყო. სამართლიანი იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თუ იგი იქნება არჩეული ლიდერად, იმ ადამიანებთან ერთად არ იმუშავებს, ვისაც არ ჯერა ჩვენი ევროპული მომავლის და ნატოსი”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები