თამაზ მეჭიაურს „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თამაზ მეჭიაურს „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
როგორც პარლამენტარმა „კვირას“ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ის კონსულტაციებს გადის და აპირებს ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდეს.
„კონსულტაციებს გავივლი მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებთან. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პირადად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მივიღებ“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნების” ახალ ლიდერად მას აირჩევენ, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები