საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმება გაფორმდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“ მოეწერება ხელი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის პირველად ფორმდება და იგი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის საფუძველს. უწყების შეფასებით, დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში, როგორიც არის ვაჭრობა და ინვესტიციები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და სხვ. შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები