მანანა კობახიძე ჩიორა თაქთაქიშვილს – ქალბატონო ჩიორა, ზოოპარკში არ ბრძანდებით

„ქალბატონო ჩიორა, ზოოპარკში არ ბრძანდებით, პარლამენტში ხართ“, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს, იმ დროს, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდა.
ვიცე-სპიკერმა თაქთაქიშვილს აღნიშნული საქციელის გამო შენიშვნა მისცა. ხმაური პარლამენტში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას მოჰყვა. ვიცე-სპიკერმა უმცირესობის წევრებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და ერთი და იგივე კითხვების დასმისთვის დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. პლენარულ სხდომაზე 5- წუთიანი შესვენება გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები