ხმაური პარლამენტში – კობახიძე კოლეგებს: მოიქეცით ისე, როგორც ადამიანები იქცევიან (ვიდეო)

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატებს შორის. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ერთი და იმავე კითხვის დასმისთვის დროის გაჭიანურებაში დასდო ბრალი.
კობახიძის ამ განცხადებას უმცირესობის მხრიდან ხმაური მოჰყვა.
„მოიქეცით ისე, როგორც ადამიანები იქცევიან. ერთი და იგივე კითხვების დასმა ემსახურება თქვენი მხრიდან დროის გაჭიანურებას, რაც არ არის რელევანტური. რეგლამენტი წაიკითხეთ და სკანდალებს ნუ მართავთ. დააბრძანეთ ეს კანდელაკი თავის ადგილას, თუ არადა, მაგიდაზე ადით მაშინ. ერთი და იგივე კითხვებს იმეორებთ, აქ სხვა კითხვა არ ისმის და თქვენი ტაქტიკა არის აბსოლუტურად გასაგები – სხდომის ჩაშლის ტაქტიკა. არ ჩაგაშლევინებთ სხდომას“,-მიმართა კობახიძემ უმცირესობას და პლენარული სხდომის რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.
საბოლოოდ, მანანა კობახიძემ სხდომაზე 5 -წუთიანი შესვენება გამოაცხადა და დეპუტატებს ასე მიმართა: „ვაცხადებ 5-წუთიან შესვენებას ხელების ბრახუნისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები