„ტედ პოს განცხადება დიდი აღიარებაა იმ რეფორმების, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ”

ამერიკელი კონგრესმენის, ტედ პოს განცხადება დიდი აღიარებაა იმ რეფორმების, რომელსაც საქართველო ახორციელებს, – აღნიშნული განცხადება საუბრისას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, რომან კაკულიამ გააკეთა. მისი შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის განმარტებით, საგარეო კურსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებებში განსხვავება არაა.
“მისი განცხადება დიდი აღიარებაა იმ რეფორმების, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ის დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო კურსის ორიენტაციას. რა განსხვავებაა “ქათული ოცნების” ევროპულ და ევროატლანტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში და ოპოზიციური პარტიებს მიერ გაკეთებულ განცხადებებში? არაფერია აქ განსხვავება? ის ვერ ხედავს მიზანში განსხვავებას და განსხვავება მხოლოდ ტაქტიკაშია”,- აცხადებს კაკულია.
რომან კაკულიას თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით, ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება იმედისმომცემია. “ნატოსთან მიმართებით, ყველა მხარდამჭერი განცხადება, ცხადია, ჩვენ იმედს გვაძლევს იმისთვის, რომ ჩვენი გზა, ორიენტაცია და მიმართულება არის სწორი”,- განაცხადა კაკულიამ საუბრისას.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი ტედ პო საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ აშშ-მ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. მისივე თქმით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები