პრემიერი: საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს

საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაფორმალური მმართველობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
”არაფორმალურ მმართველობას რას ვეძახით, არ ვიცი. თუ ჩვენ ამას ვეძახით იმას, რომ ზოგიერთი პარტია სხვა ქვეყნებიდან იმართება საქართველოში, შეიძლება რომ დავეთანხმო. სხვა მხრივ, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს და ამ შეკითხვის და არც ამ ბრალდების ადრესატი ”ქართული ოცნება” ნამდვილად არ არის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, რომელი პარტიები იმართებიან ქვეყნის გარედან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ფარგლებს გარედან ”ნაციონალური მოძრაობა” იმართება.
„მგონია, რომ თქვენც კარგად ხვდებით. ”ნაციონალური მოძრაობა” ფაქტია, რომ იმართება საქართველოს ფარგლებს გარედან”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები