თამაზ მეჭიაური: არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემს საგარეო ორიენტაციას

არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემს საგარეო ორიენტაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მეჭიაურის შეფასებით, პრემიერი ლოგიკურ განცხადებას იღებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის აფიქსირებს თავის ხედვას და მკვეთრად ემიჯნება იმ ხალხს, რომელთაც იგივე ორიენტაცია არ აქვთ.
,,მე არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემს საგარეო ორიენტაციას. მე მიმაჩნია სწორად ის, რასაც ვამბობდი. მიმაჩნია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების და წინა ხელისუფლების სწრაფვა ნატოსკენ არარეალურია.
პრემიერი ლოგიკურ განცხადებას იღებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის აფიქსირებს თავის ხედვას და მკვეთრად ემიჯნება იმ ხალხს, რომელთაც იგივე ორიენტაცია არ აქვთ. ეს ლოგიკურია და ამით ფაქტობრივად ის უფრო ახლოს არის ამ თავისი გადაწყვეტილებით ,,რესპუბლიკურ პარტიასთან“ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ევროატლანტიკურ ხედვას აფიქსირებენ. მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი და არალოგიკურია. თუმცა მას აქვს ამის უფლება“, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
თუ მე ვიქნები არჩეული “ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ იქნება თუ არა დეპუტატი თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები