პრემიერი: ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ მომავალი გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობა არ მიუღია

„ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების” მომავალი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მონაწილეობა არ მიუღია“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი.
„მე არასდროს დამიმალავს, რომ მას გააჩნია ძალიან მაღალი ავტორიტეტი არა მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებაში”, არამედ მთლიანად საქართველოში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მასთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე რომ არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ შემდგომი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ ახალი სახეების წარმოდგენა, ალბათ, უახლოეს მომავალში გვექნება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს გუნდი მთლიანად იქნა შერჩეული პარტიის ლიდერების მხრიდან და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. საერთაშორისო პრაქტიკასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში გაიმართა წინა შესარჩევი პროცესი, იყო გასაუბრებათა მთელი სერია და ამის შედეგად იქნა შერჩეული ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდებისა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე მტკციებით, ”ქართულ ოცნებასთან” შეერთების ინტერესი ძალიან დიდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები