გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ გაწევრიანების სურვილი ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალი წევრების შერჩევა საერთაშორისო პრაქტიკასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში გაიმართა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში გაწევრიანების სურვილი ძალიან ბევრმა ახლგაზრდამ გამოთქვა.
„ახალი სახეებს, ალბათ, უახლოეს მომავალში წარვადგენთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს გუნდი მთლიანად შეირჩა პარტიის ლიდერების მხრიდან და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. საერთაშორისო პრაქტიკასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში გაიმართა წინა შესარჩევი პროცესი, იყო გასაუბრებათა მთელი სერია და ამის შედეგად იქნა შერჩეული ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდებისა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „ქართულ ოცნებასთან” შეერთების ინტერესი ძალიან დიდია.
მისივე თქმით, არ იქნება მთლიანად ახალი გუნდი და „ქართულ ოცნების“ ნაწილი დარჩება ძველი გუნდიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები