დავით უსუფაშვილი: დიდი ალბათობით გიორგი მარგველაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

„პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
უსუფაშვილის ინფორმაციით, ინიციატივა არა მხოლოდ ევროსაბჭოს მონიტორების, არამედ ბევრი სხვა მონიტორის ყურადღების ქვეშაა.
მისი თქმით, პროექტის პირვანდელ ვარიანტში მნიშვნელოვანი შენიშვნებია გათვალისწინებული.
„დიდი ალბათობით მოსალოდნელია ვეტო“, – დასძინა სპიკერმა.
უსუფაშვილს ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია, რაც პროექტში სწორედ მეორე მოსმენის დროს უნდა აისახოს და ვენეციის კომისიას მეორე მოსმენით კორექტირებული პროექტი გაეგზავნოს.
პარლამენტში, ამ წუთებში, აღნიშნულ ცვლილებებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები