დავით ბაქრაძე ამერიკელ კონგრესმენს – რენდი ვებერს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკელ კონგრესმენს, რენდი ვებერს შეხვდა.
როგორც „კვირას“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 11 მაისს გაიმართა.
მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე, აგრეთვე, უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ამ კუთხით, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე. თავის მხრივ, კონგრესმენმა რენდი ვებერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდამჭერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები