პაატა ბურჭულაძის მრჩეველი – პარლამენტში ყრუ – მუნჯი დეპუტატების ადგილებს ტყუილად იკავებენ

პარლამენტში ყრუ – მუნჯი დეპუტატები ადგილებს ტყუილად იკავებენ, – აღნიშნული განცხადება პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა აგიტ მირზოევმა იმ დეპუტატებზე საუბრისას გააკეთა, რომლებიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს იცავენ, თუმცა არ ფლობენ სახელმწიფო ენას.
„ამ დეპუტატების უმრავლესობა, 90 პროცენტიც კი დღეს არ ფლობს სახელმწიფო ენას. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწლეობის, ან რაიმე გავლენის და ლობირების მოსახდენად ეს სერიოზული დაბრკოლებაა. მათ ტყუილუბრალოდ უკავიათ ის ადგილები, რაშიც ფულს ღებულობენ.
ვერც ახლანდელი და ვერც წინა ხელისუფლების პირობებში ამ დეპუტატების მხრიდან ვერ ვხედავთ წარმოდგენილ თუნდაც ერთ საკანონმდებლო პროექტს, რაც მათი ერთ – ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ისინი საკმაოდ პასიურები არიან, თუმცა მათ არ აქვთ კომუნიკაციის მექანიზმები და საშუალებები და როგორ უნდა მიიღონ პარლამენტში გადაწყვეტილებები და ასევე წარადგინონ თავიანთი კუთხის ამომრჩევლის აზრი. თუ ზოგიერთს ჰგონია, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა დერეფანში შეიძლება, ძალიან ცდებიან. ისინი ტყუილუბრალოდ იკავენ ამ ადგილებს, ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და რაც მთავარია, ყველა რეგიონში, სადაც ჩვენ ჩავდივართ, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ კი, გვყავს არჩეული დპუტატი, მაგრამ ის დიდად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პრობლემები გადაიჭრასო. კომუნიკაცია სერიოზული პრობლემაა, მეორე პრობლემა კი ეს არის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილების არქონა, რაც შემდგომ ამ ადამიანებს გარკვეულ კომპლექსსაც უქმნით. ისინი ფაქტობრივად ყრუ – მუნჯი დეპუტატები ხდებიან“, – განაცხადა აგიტ მირზოევმა დღეს პორტალ “კვირაში” სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები