დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი კონგრესმენებს რენდი ვებერსა და სტივ ჩაბოტსაც შეხვდება. ამასთან, ბაქრაძე სიტყვით გამოვა ლევან მიქელაძის ფონდისა და ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიული საფუძველი: ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკა, დემოკრატია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები