ირაკლი კობახიძე: პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ნახევარი შეიცვლება

პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა 14 მაისს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გაზეთ “ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ამბობს,რომ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება განახლებული გუნდის შესახებ შესრულდება.
“სახელები და გვარები ცნობილი 14 მაისს გახდება. ვადასტურებ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დაახლოებით ნახევარი შეიცვლება, თუმცა არა მთლიანად. მის შემადგენლობაში, მოქმედი წევრებიც დარჩებიან. სხვათა შორის, დღეს არც პოლიტსაბჭოს საბოლოო სახეა დაზუსტებული. კანდიდატთა საბოლოო სია კი, ყრილობაზე დელეგატებს წარედგინებათ დასამტკიცებლად. პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, ვინ დააკომპლექტებს საარჩევნო სიას. საბჭოს, რომელიც 14 მაისს დამტკიცდება, სიის ფორმირებაზე მანდატი ექნება და სწორედ ის გახდება პასუხისმგებელი ამ პროცესზე. ჩვენს გეგმებში შედის პარტიული და პერსონალური კვლევები. არ გამოვრიცხავთ იმ პირების რეიტინგის გადახედვას, რომლებიც მაჟორიტარულ არჩევნებსა და პარტიულ სიაში იქნებიან. ჩვენ პირობა მივეცით ამომრჩეველს, რომ თვისობრივად განვაახლებდით ჩვენს გუნდს, მათ შორის, საპარლამენტო შემადგენლობასაც და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე გაზეთ “ვერსიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები