ევროპარლამენტმა თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა შეაჩერა

ევროპარლამენტმა თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე მუშაობა შეაჩერა. „ევროპის ჯგუფის ლიდერებმა გადაწყვიტეს ამ საკითხზე მუშაობა შეაჩერონ“ – განაცხადა ევროპარალმენტში გერმანიის წარმომადგენელმა ბირჯიტ შიპელმა. ჰოლანდიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში მარტინ შულცმა აღნიშნა, რომ პროცესის შეჩერება იმას უკავშირდება, რომ თურქეთმა ევროკავშირის ყველა მოთხოვნა არ შეასრულა.
„ჩვენ არ განვაახლებთ მუშაობას, ვიდრე თურქეთი 72-ვე მოთხოვნას არ შეასრულებს“, – განაცხადა შულცმა.
ევროკავშირს და თურქეთს შორის დავა, ძირითადად, თურქეთის ანტიტერორისტულ კანონმდებლობას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები