ერდოღანმა თურქეთს ლტოლვილებისთვის დაპირებული სამი მილიარდი ევრო შეახსენა

თურქეთმა დღემდე არ მიიღო სამი მილიარდი ევრო, რომელსაც მას ევროკავშირი ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად ჰპირდებოდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის მოთხოვნაზე თურქეთის მიმართ ანტიტეროსტული კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით.
თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირმა უმჯობესია საკუთარი კანონმდებლობა შეცვალოს, რადგანაც ამ ქვეყნებში ტერორისტები იმალებიან.
„ევროპული ქვეყნები ტერორისტებისთვის საკმაოდ უსაფრთხო ადგილს წარმოადგენენ. ევროკავშირის კრიტიკა თურქეთის მისამართით ტერორიზმის ცნებასთან დაკავშირებით შავი კომედიაა“, – განაცხადა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ედროღანი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ოქტომბრამდე ისედაც მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები