თურქეთში აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა და 45 დაშავდა

თურქეთში, ქალაქ დიარბაქირში, ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი, დაშავდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ჩვილი და 12 პოლიციელია.
აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც დანაღმულ ავტომანქანას პოლიციის ავტობუსმა ჩაუარა.
შემთხვევის დროს დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დიარბაქირის გუბერნატორის ოფისმა დაადასტურა, რომ „ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი“ რამდენიმე ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
მათივე ინფორმაციით, პოლიციის კუთვნილ ავტობუსში ცხრა პოლიციელი და შვიდი ეჭვმიტანილი იმყოფებოდა.
აფეთქება სავარაუდოდ, „ქურთების მუშათა პარტიამ“ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები