ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდით აშშ შეშფოთებულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტრიუდომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია ირანის მიერ ბალისტრიკური რაკეტების გამოცდით.
ამასთანავე, ტრიუდომ აღნიშნა, რომ ის რაკეტის გამოცდის შესახებ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.
„ჩვენ ვიცით ბალისტიკური რაკეტების გამოცდების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამით, თეირანის ეს ქმედება პროვოკაციულია და დესტაბილიზაციას იწვევს“. – განაცხადა ტრიუდომ.
რამდენიმე დღის წინ ირანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ალი აბდოლაჰიმ განაცხადა, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს. მოგვიანებით ირანის თავდაცვის მინისტრმა ხესეილ დეხგანმა ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები